Wednesday, December 26, 2007
გ უ რ ი ა
გურულები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ გურიის მხარის ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების ტერიტორიაზე. საუბრობენ ქართული ენის გურულ დიალექტზე. გურულები ქრისტიანული რწმენის მიმდევრები არიან, საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებთაგან განსხვავდებიან ყოფისა და კულტურის ზოგიერთი თავისებურებებით.
ვახუშტი ბაგრატიონი გურულებს ასე ახასიათებს:
"... გურული სადგომად იშენებს ფიცრის სახლს, ანუ ოდას... ტანისამოსად გურული იცვამს ჩოხასა და თავზე იხვევს ყაბალახსა; ჩოხის მაგივრად კიდევ ხმარობენ გურიაში მოკლე კოხტა გადასაცმელს წელამდე, რომელიც ძლიერ ჰშვენის გურულებს... გურული კაცი მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა, სწრაფად მოსდის გული, მაგრამ ჩქარავე მშვიდდება. სიმარჯვე და გულადობა გურულისა ნაქებია. გურულები ნიჭიერნი, მარდნი და მარჯვენი არიან ყველაფერში და განათლებასაც ძლიერ მისდევენ...".
ანთროპოლოგიურად გურულები დასავლეთ ქართული, შავი ზღვისპირა ტიპის სახეებითა და აღნაგობით გამოირჩევიან. გურულების დიდ ნაწილს ღია ფერის თვალები და ღია ფერის თმა აქვს (ქერადან წაბლისფრამდე). საშუალოზე მაღალი სიმაღლე და სწორნაკვთოვანი აღნაგობა. ცხვირი სწორი, ტუჩები შედარებით სქელი, სახე მოგრძო.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment